Aa
Aa

"ფიფა" პოგბას ტრანსფერის გამოძიებას აპირებს!

მსოფლიოს წამყვანი სპორტული გამოცემები ახალ სკანდალზე ალაპარაკდნენ. 

საქმე ისაა, რომ "ფიფამ" პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეიტანა და მის გამოძიებას აპირებს.

ჯერჯერობით ეს თემა ოფიციალურად არ დასტურდება და განცხადება არც "ფიფას" გაუკეთებია. 

უცნობია ისიც, თუ რა მოტივით შეიტანეს ეჭვი აღნიშნულ გარიგებაში.

შეგახსენებთ, რომ პოგბა "იუნაიტედში" გასულ ზაფხულს 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები