დიბალამ
Aa
Aa

დიბალამ "იუვენტუსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალური საიტის ცნობით, არგენტინელმა შემტევმა, პაულო დიბალამ, კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. 

როგორც ირკვევა, ახალი კონტრაქტის თანახმად, მისი ანაზღაურება კვირაში 135 ათასი ევრო იქნება, რაც წლიური გაანგარიშებით 7 მილიონი გამოდის. 

23 წლის ფორვარდმა ბოლო დროს თამაშს მკვეთრად უმატა და მისით "ბარსელონასა" და "რეალთან" ერთად, არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდებოდა. 

სამხრეთ ამერიკელ შემტევს მიმდინარე სეზონში 36 შეხვედრაში 16 გოლი აქვს გატანილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები