ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "კარგი მატჩი ვითამაშეთ"

"ჩემპიონთა ლიგის" პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც "რეალმა" სტუმრად "ბაიერნი" 2:1 დაამარცხა, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟუნრალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"წყვილში არაფერი გადაწყვეტილა, რადგან ეს პირველი თამაში იყო. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, ვაჩვენეთ ხასიათი, რისი წყალობითაც მეორე ტაიმში 2 გოლი გავიტანეთ და ამით ბედნიერები ვართ. 

რა თქმა უნდა, როცა უმრავლესობაში თამაშოს უფრო მეტი შანსი გაქვს, თუმცა მეტოქეს კარში მანუელ ნოიერი ჰყავდა, რომელსაც ყველა ბურთის მოგერიება შეუძლია. 

საერთო ჯამში ძალიან რთული თამაში გამოვიდა და ყველაფერზე პასუხი შემდეგ კვირაში გვეცოდინება". - განაცხადა ზიდანმა. 

ამ წყვილის საპასუხო შეხვედრა, მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე", 18 აპრილს ჩატარდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები