Aa
Aa

"მანჩესტერი" ერიკ დაიერის სანაცვლოდ 40 მილიონ გირვანქას იხდის!

ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველი, ერიკ დაიერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესთა სფეროში მოხვდა. როგორც "Daily Mail" იუწყება, "მანკუნიანელები" 23 წლის ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან.

გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დაიერი მაიკლ კერიკის ადგილს დაიკავებს, რომელსაც კონტრაქტი ამა წლის ზაფხულს ეწურება. 35 წლის ფეხბურთელის განცხადებით კი, სეზონის დასრულების შემდეგ, მან შესაძლოა კარიერა დაასრულოს.

რაც შეეხება ერიკ დაიერს, "ტოტენჰემი" მას 40 მილიონ გირვანქად აფასებს და ფეხბურთელს მხოლოდ აღნიშნული თანხის სანაცვლოდ შეელევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები