ვლადიმირ ვაისი:
Aa
Aa

ვლადიმირ ვაისი: "სერბეთთან მოსაგებად ვითამაშებთ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა სერბეთთან მატჩამდე ერთი დღის ადრე პრესკონფერენცია გამართა. 

"მიუხედავად წინა თამაშებში ნაჩვენები კარგი ფეხბურთისა, შედეგები დამაკმაყოფილებელი არ არის. ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი გველის და გვინდა, შესარჩევ ციკლში პირველი 3 ქულა ავიღოთ. 

ფეხბურთელები კარგ განწყობაზე არიან. ვარჯიშზე ორი სქემა დავამუშავეთ და მოგვიანებით გადავწყვეტ, თუ რომელს შევარჩევ ხვალისთვის. 

თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი და ლევან მჭედლიძე შეკრებაზე არ არიან, თუმცა ხვალ მოსაგებად ვითამაშებთ. დანაკლისის ფონზე ცვლილებები აუცილებელი იყო, ამიტომ გამოვიძახე ლადო დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე. გამოვიძახე ახალგაზრდა ჯიმი ტაბიძე, გიორგი რეხვიაშვილი, რომლებმაც იანვარში შეკრებაზე თავი კარგად წარმოაჩინეს...

გუნდში არის გიორგი არაბიძეც, რომელიც ნიჭიერი ფეხბურთელია. 100%-ით შემიძლია თქმა, რომ ის სერბეთთან თუ არა, ლატვიასთან ითამაშებს.

გვინდა, გააზრებული ფეხბურთი ვითამაშოთ და გულშემატკივარს სიამოვნება მივანიჭოთ. მოედანზე ის 11 ფეხბურთელი გამოვა, რომელიც უკეთესად იქნება მომზადებული". - აცხადებს ვაისი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სერბეთის ეროვნული ნაკრებები, ხვალ, 24 მარტს, თბილისში, "დინამო არენაზე" ითამაშებენ. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები