საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისლანდია დაამარცხა
Aa
Aa

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისლანდია დაამარცხა

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა, "მიხეილ მესხზე", ამხანაგურ შეხვედრაში ისლანიელები 3:1 დაამარცხა. 

მატჩში ანგარიში მე-7 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა, რომლის გოლსაც მეორე ტაიმში ეინარსონის გამათანაბრებელი ბურთი მოყვა. ამის შემდეგ რომან ჭანტურიას ჯერ დადგა, ვინაც 66-ე და 88-ე წუთებზე დუბლი მიითვალა და თამაშის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა. 

ჩვენმა ნაკრებმა შემდეგ შემადგენლობით იტამაშა:

ქურდაძე, გიორბელიძე, მარგველაშვილი, ჭიჭინაძე, შულაია, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, მამუჩაშვილი, იმნაძე, მიქელთაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ზარანდია, მაჭარაშვილი, ჩაჩუა, ჭანტურია, ბიძინაშვილი, კობოური, ჩაკვეტაძე, ლოჩოშვილი, კიკნაძე.

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები