მატჩის წინ - იუვენტუსი VS პორტო
Aa
Aa

მატჩის წინ - იუვენტუსი VS პორტო

„დრაგაოზე“ მოგებული 2:0-ის შემდეგ, „იუვენტუსი“ ამ შეხვედრას შედარებით მშვიდად ხვდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდს შეუძლია „ჩემპიონთა ლიგის“ 1/4 ფინალში ისტორიაში მეათედ გავიდეს (იგულისხმება 1993 წლის შემდეგ). "პორტოს" თავისი მეშვიდე საჩემპიონთალიგო 1/4 ფინალის შანსი აქვს. 

გუნდების ახალი ამბები

* „იუვემ“ სერია ა-ს მატჩი პარასკევს ჩაატარა და შინ „მილანს“ 2:1 მოუგო. გადამწყვეტი გოლი პაულო დიბალამ 97-ე წუთზე პენალტიდან გაიტანა. იქამდე თავი მეჰდი ბენატიამ გამოიჩინა.

* მასპინძლებს დღევანდელ შეხვედრაში სტეფანო სტურარო არ ეყოლებათ. საეჭვოა ჯორჯო კიელინის თამაშიც.

* „პორტომ“ საშინაო ჩემპიონატში სტუმრად „აროუკასთან“ წაივარჯიშა - 0:4. ფრანსისკო სოარეშმა (ტიკინიო) დუბლი მიითვალა, თითო დანილო პერეირამ და დიოგო ჟოტამ შეაგდეს.

* ესპირიტო სანტოს გუნდს წინა მატჩში გაძევებული ალექს ტელეში ვერ დაეხმარება.

მწვრთნელების კომენტარები

მასიმილიანო ალეგრი: "დარწმუნებული ვარ, "პორტუ" ძლიერად ითამაშებს. იგი ასეთ მატჩებში კარგად გამობრძმედილი გუნდია და მშვენივრად იცის, თითოეულ მომენტში როგორ უნდა ითამაშოს.

მათ მიერ "რომასთან" ჩატარებულ შეხვედრას, ბიჭებთან ერთად ვუყურე. მათ უნდა იცოდნენ, თუ ვისთან აქვთ საქმე. შესაბამისად, პირველ შეხვედრაში დაფიქსირებულ ანგარიშს დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.

ჩვენთვის 1/4 ფინალში გასვლა უეჭველად გადასაჭრელი ამოცანაა. საკუთარ ძალებში დარწმუნებული უნდა ვიყოთ, თუმცა ამასთანავე მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო. ფეხბურთში ყველაფერი უსწრაფესად იცვლება, ოქტომბერში "ბაიერნში" არსებულ კრიზისზე საუბრობდნენ, დღეს ის "ჩემპიონთა ლიგის" ფავორიტია. ყველა ფიქრობდა, რომ "ბარსელონას" 0:4 წაგების შემდეგ გავარდნილი იყო, თუმცა რაც მოხდა ყველამ ვნახეთ. ასე რომ, ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც მცირე მოდუნებას და შეცდომასაც არ გაპატიებს". 

ნუნო ესპირიტო სანტო: "ჩვენ გვაქვს საამმატჩო გეგმა, რომელზეც ახლა არ ვისაუბრებ და არც სპეკულაციებს დავიწყებ. გუნდში შესანიშნავი, საბრძოლო განწყობაა და აუცილებელია ეს ყოველივე მოედანზე გადავიტანოთ. ბიჭები 100%-ით მზად არიან. ეს იქნება ძალიან მძიმე ორთაბრძოლა. მეტოქე დიდი გუნდია და ეს ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა. ნებისმიერ მომენტში ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ და შეტევაში ფანტაზია გამოვაჩინოთ". 

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ალექს სანდრო - მარკიზიო, ხედირა - კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი.

პორტუ (4-3-3): კასილიასი - მაქსი პერეირა, ფელიპე, მარკანო, ლაიუნი - დანილო, ანდრე ანდრე, ოლივერ ტორესი - ბრაჰიმი, ანდრე სილვა, ფრანსისკო სოარეში.

 

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები