Aa
Aa

"სუპერ ფრენკი" ფეხბურთიდან წავიდა!

ინგლისელმა ფეხბურთელმა, ფრენკ ლამპარდმა, საფეხბურთო კარიერა დასრულებულად გამოაცხადა. მან ამის შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა. 

"დაუვიწყარი 21 წლის შემდეგ, გადავწყვიტე აქტიური ფეხბურთიდან წავიდე და ჩემ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დავიწყო".

"ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი ვითამაშე და კარიერაში 300-ზე მეტი გოლი გავიტანე". - აცხადებს ვეტერანი ფეხბურთელი. 

ლამპარდის პროფესიონალური კარიერა 1995 წელს "ვესტ ჰემში" დაიწყო, რომლის რიგებშიც 2001 წლამდე ითამაშა. ამის შემდეგ კი, იწყება დიდი თავგადასავალი სახელწოდებით ფრენკი და "ჩელსი". 

ამ კლუბთან ერთად იგი პრემიერ ლიგის 3 გზის, FA CUP-ის 4 გზის, ინგლისის ლიგის თასის 2 გზის, "ჩემპიონთა ლიგისა" და "ევროპის ლიგის" გამარჯვებულია. 

38 წლის ლამპარდი არაერთი ინდივიდუალური ჯილდოსა თუ რეკორდის მფლობელია.

იგი 211 გოლით "ჩელსის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. 2005 წელს "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის დაასახელეს - საბოლოოდ მხოლოდ რონალდინიოს ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა. 

"სუპერ ფრენკის" კარიერის ბოლო კლუბი, ამერიკული "ნიუ იორკ სიტი" გახლდათ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები