გიორგი კვირიკაშვილი ფლორენტინო პერესს შეხვდა
Aa
Aa

გიორგი კვირიკაშვილი ფლორენტინო პერესს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით მადრიდში იმყოფებოდა, სადაც „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა.

ვიზიტის მიზანი იყო ფლორენტინო პერესის, საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დაინტერესება. „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი ესპანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის, ACS ჯგუფის ხელმძღვანელია.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ცნობით, კვირიკაშვილმა პერესს მთავრობის მიერ ინიცირებული ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. პერესი პრემიერ-მინისტრის შეთავაზებით დაინტერესდა და სამომავლო თანამშრომლობას დაჰპირდა.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილმა მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული სტადიონი „სანტიაგო ბერნაბეუ“ მოინახულა და პერესისგან სამახსოვროდ „სამეფო გუნდის“ მაისურიც მიიღო.

იხილეთ ფოტოგალერეა:

6 ფოტო - კვირიკაშვილი სანტიაგო ბერნაბეუზე იმყოფებოდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები