გვადიოლა:
Aa
Aa

გვადიოლა: "სატურნირო ცხრილი უნდა დავივიწყოთ და თითოეული მატჩი მოვიგოთ"

"ევერტონთან" განცდილი 4:0 მარცხის შემდეგ, პეპ გვარდიოლამ გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და ტიტულის მოგების შანსებზე ისაუბრა.

"პრემიერ ლიგის ლიდერ ჩელსისთან ჩამორჩენა უკვე 10 ქულაა, რაც ზედმეტად ბევრია, თუმცა ჩვენ მხოლოდ სამი ქულით ჩამოვრჩებით მეორე ადგილოსან "ტოტენჰემს". ერთი თვის წინ, ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ სატურნირო ცხრილში შექმნილი მდგომარეობა დაივიწყონ და ყველა მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოლონ". - აცხადებს გვარდიოლა.

გუშინდელი განადგურების შემდეგ ინგლისელმა ჟურნალისტებმა გვარდიოლა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. 

 

მომზადებულია SKYSPORTS.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები