პეპე
Aa
Aa

პეპე "რეალს" დატოვებს?

"რეალის" პორტუგალიელი მცველი პეპე კლუბს, დიდი ალბათობით, ივნისში დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს. 

როგორც ცნობილია, 34 წლის ფეხბურთელს "რეალთან" კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება და პორტუგალიელს მისი 2 წლის გახანგრძლივება სურს, ხოლო "რეალი" მას მხოლოდ 1 წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს. 

პეპეს მიმართ ინტერესს ჩინურ "გვანჯოუსთან" ერთად, "ჩელსი", "სიტი" და "იუვენტუსიც" იჩენენ. 

 

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები