ლორენტე -
Aa
Aa

ლორენტე - "ჩელსიში", ბატშუაი - "სუონსიში"?

პრემიერ ლიგის კლუბები, "ჩელსი" და "სუონსი" ფეხბურთელთა გაცვლას აპირებენ. ბრიტანული skysports-ის თქმით, საქმე ფერნანდო ლორენტესა და მიში ბატშუაის ეხებათ. 

თუკი skysports-ს დავუჯერებთ, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და ყველაფერს წერტილი უახლოეს ხანში დაესმება. 

როგორც ირკვევა, "ჩელსი" უელსელებს მცირე თანხას დაუმატებს, ხოლო ბატშუაი მათ რიგებში სეზონის ბოლომდე ითამაშებს. 

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსში" ყოფნისას, კონტემ ლორენტე გუნდში მიიყვანა და იმ წელს ესპანელმა "სკუდეტოს" მოგებაშიც შეიტანა წვლილი. 

 

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები