Aa
Aa

"რეალმა" "ბარსელონას" რეკორდი გაიმეორა!

ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩი მადრიდის "რეალსა" და "გრანადას" შორის მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

ზიდანის გუნდი უკვე 39-ე მატჩია არ აგებს და ამ მაჩვენებლით "ბარსელონას" რეკორდი გაიმეორა. 2015/16 წლის სეზონში კატალონიელებიც ამდენივე შეხვედრაში იყვნენ დაუმარცხებელნი.

17 ტურის შემდეგ, სამეფო კლუბს უკვე 40 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ "ბარსელონას" 6 ქულით ასწრებს, რომელიც ამ ტურის შეხვედრას ხვალ, "ელ მადრიგალზე", "ვილიარეალის" წინააღმდეგ ჩაატარებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები