რატომ იღებს თამაშის შემდეგ კოშტა ალკოჰოლს?
Aa
Aa

რატომ იღებს თამაშის შემდეგ კოშტა ალკოჰოლს?

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რატომ არ უშლის იგი, კლუბის ესპანელ თავდამსხმელ დიეგო კოშტას, თამაშის შემდეგ ლუდის სმას. იტალიელი სპეციალისტის აზრით, ერთი ბოთლი ლუდი ძალების აღდგენას უწყობს ხელს...

"თამაშის შემდეგ, ერთ ბოთლი ლუდის დალევა ენერგიის აღდგენას უწყობს ხელს, ოღონდ მხოლოდ 1 ბოთლის და ისიც, თამაშის დამთავრებისთანავე და არა 1 საათის შემდეგ. ის ასევე კარგია გაუწყლოების მოსახსნელადაც. დიეგო კოშტა პროფესიონალია და იცის რასაც აკეთებს" - განაცხადა ანტონიო კონტემ.

შეგახსენებთ, რომ დიეგო კოშტამ "პრემიერლიგის" მიმდინარე გათამაშებაში 15 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 12 გოლისა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები