Aa
Aa

"რეალმა" BBC-ს გარეშე ერთადერთხელ ითამაშა და... წააგო...

ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ "დეპორტივოსთან" შეხვედრაში ბენზემა და რონალდუ არ ითამაშებენ და მათ დასვენების საშუალება მიეცემათ, ხოლო გარეტ ბეილი რომ ტრავმირებულია, ეს ყველას კარგად მოეხსენება. 

აღსანიშნავია, რომ BBC-ს სამივე წარმომადგენლის გარეშე აქამდე "რეალმა" ერთადერთი მატჩი ჩაატარა. აღნიშნული ფაქტი 2014 წლის მაისში დაფიქსირდა და "სამეფო კლუბმა ვიგოში "სელტასთან" მარცხი განიცადა. 

ფრანგი სპეციალისტი გუნდის ლიდერებს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისათვის ასვენებს. მათ არ ყოფნაში შეტევის წინა ხაზზე ვასკესი-მორატა, ასენსიოს ტრიო იმოქმედებს.

"რეალისა" და "დეპორტივოს" შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები