ტრაგედია ტანზანიურ ფეხბურთში
Aa
Aa

ტრაგედია ტანზანიურ ფეხბურთში

გუშინ ტანზანიის 20 წლამდე ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩისას, ახალგაზრდა ფეხბურთელი, ისმაილ მრიშო ხარფანი გარდაიცვალა. 

ხარფანი, რომელმაც იქამდე 1 გოლის გატანა შეძლო, მეტოქესთან ორთაბრძოლის შემდეგ წაიქცა და მიუხედავად სწრაფადვე აღმოჩენილი დახმარებისა, ადგილზე დაიღუპა. 

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოც, რომელზეც ეს საზარელი ფაქტია აღწერილი, თუმცა ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, ამ ყველაფერს არ გთავაზობთ.

ფეხბურთელი დღეს დაკრძალეს. 

 

მომზადებულია supersport.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები