"ის 2 წლის წინ წინდების გამყიდველი იყო"... - "ლაციომ" ლულიჩის გამონათქვამის გამო ბოდიში მოიხადა
"დერბი დელა კაპიტალე" "რომას" გამარჯვებით 2:0 დასრულდა. დამარცხებული გუნდის ფეხბურთელმა, სენად ლულიჩმა, "რომას" გერმანელ მცველს, ანტონიო რუდიგერს პროვოკატორი უწოდა და მისი მისამართით რასისტული კომენტარიც გააკეთა.
"თამაშამდე რუდიგერი ჩვენ პროვოცირებას ცდილობდა. 2 წლის წინ იგი შტუტგარტში წინდებსა და ქამრებს ყიდდა, ახლა კი, თავი დიდი ვინმე ჰგონია". - ცოფებს ყრიდა მატჩის შემდეგ ლულიჩი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოგვიანებით თავად ლულიჩმაც და მისმა კლუბმაც ბოდიში მოიხადეს.
მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით