Aa
Aa

"ლა ლიგის" პრეზიდენტი "რეალის" გულშემატკივრობას არ მალავს

"ლა ლიგის" პრეზიდენტი ხავიერ ტებასი მადრიდის "რეალის" დიდი გულშემატკივარი გამოდგა და როცა შესაძლებლობა ეძლევა, ამას ყოველთვის ხაზს უსვამს. 

"არ მგონია საჭირო იყოს იმის თქმა, თუ ვის ვუქომაგებ "ელ კლასიკოში", ეს ისედაც კარგად იცით". 

"სატიტულო კუთხით ამ მატჩის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ, შაბათს ტრადიციულად დაუვიწყარი ფეხბურთი გაჩაღდება". - განუცხადა ტებასმა ესპანელ ჟურნალისტებს. 

54 წლის ტებასი "ლა ლიგის" მთავარი კაცის სავარძელს 2013 წლიდან იკავებს. 

მის სათაყვანებელ "რეალს" კი, როგორც მოგეხსენებათ შიდა ჩემპიონატი 2011-2012 წლების სეზონის შემდეგ არ მოუგია. 

 

მომზადებულია sport-english.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები