აბიატი:
Aa
Aa

აბიატი: "დონარუმას კარგი თამაში არ მიკვირს"!

იტალიური "მილანის" ყოფილმა მეკარემ, კრისტიან აბიატიმ, ჯანლუიჯი დონარუმას ბოლოდროინდელი საოცარი თამაშის შესახებ ისაუბრა.

"დონარუმას ასეთი თამაში ჩემთვის გასაკვირი არაა და ისიც არ მესმის, როცა მის მოქმედებებს სასწაულად ნათლავენ. კარგად ვიცი რა შეუძლია, ვარჯიშებზე ვხედავდი, რომ საქმე მოვლენასთან მქონდა, შესაბამისად, ეს ყველაფერი უბრალოდ მისი თამაშია და გასაკვირი არაფერია".

"ბუფონი ნომერ პირველია, მის შემდეგ კი, მხოლოდ დონარუმაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მისი თამაშით ასე გაკვირვება არ ღირს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მართალია, სხვა იტალიელი მეკარეებიც უმაღლეს დონეზე არიან, თუმცა ეს ორი ადამიანი სხვა პლანეტაზეა". 

"ის დიდი ოჯახის წევრია, რომელსაც "მილანი" ჰქვია და "ჯიჯიოს" შეუძლია ამ გუნდის კაპიტანი გახდეს. იმედი მაქვს, მას ჩემი საყვარელი გუნდის რიგებში, დიდი ხნის მანძილზე ვიხილავ". - განუცხადა Gazzetta dello Sport-ს აბიატიმ.

მოგეხსენებათ, აბიატიმ კარიერა გასული სეზონის ბოლოს დაასრულა. იგი "მილანის" ღირსებას 1998-2016 წლებში იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან განათხოვრების წესით "იუვენტუსში", "ტორინოსა" და "ატლეტიკოშიც" ითამაშა. იტალიის ნაკრების წევრი კი, 2000-2007 წლებში იყო და "სკუადრა აძურას" მაისურით 4 შეხვედრა ჩაატარა.

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები