La Gazzetta Dello Sport:
Aa
Aa

La Gazzetta Dello Sport: "ბარსელონა" ბაკას ტრანსფერზე მუშაობას იწყებს!

იტალიური გაზეთის, La Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" ყურადღების ცენტრში, "მილანის" ფორვარდი, კარლოს ბაკა მოექცა.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ლუსიანო ვიეტო, "ბარსაში" აღარ გადავა, "ბლაუგრანას" ბოსები, ბაკას ტრანსფერზე გადაერთნენ. 

წყაროს თქმით, ესპანელები, ბაკას აგენტს უახლოეს დღეებში მიმართავენ, შემდეგ კი, "მილანთან" დაიწყებენ სატრანსფერო ფასზე საუბარს.

ვიცით ისიც, რომ "როსონერის" თავკაცმა, ვინჩენცო მონტელამ, ბაკას წასვლა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მისი შენარჩუნება, "მილანს", ამ ეტაპზე არ შეუძლია. 

29 წლის კოლუმბიელის ფასი 30 მილიონი ევროა. მის მიმართ აქტიურობას, "ვესტ ჰემი" და ბოლო დროს, "ნაპოლიც" იჩენენ. 

 

მომზადებულია gazzettaworld.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები