მერებაშვილი კარიერას ევროპაში გააგრძელებს!
Aa
Aa

მერებაშვილი კარიერას ევროპაში გააგრძელებს!

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი წევრი, გიორგი მერებაშვილი, ბერძნული "ლევადიაკოსიდან" წამოსვლის შემდეგ, კარიერას პლოცკის "ვისლაში" გააგრძელებს. 

მერებაშვილი მედიას, დღეს, კლუბის პრეზიდენტმა წარუდგინა. როგორც "ვისლას" საიტმა დაწერა, ქართველმა ახალ გუნდთან, 1 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 

29 წლის მერებაშვილს საქართველოს ფარგლებს გარეთ, სერბული "ვოივოდინასა" და 3 ბერძნული კლუბის, "ოფი"-ს, "ვერიასა" და "ლევადიაკოსის" რიგებში უთამაშია. "მერებას" ეროვნულ ნაკრებში 18 მატჩი აქვს ჩატარებული. 

რაც შეეხება "ვისლას", ეს გუნდი პოლონეთის მასშტაბით მოკრძალებულად ითვლება. მისი საუკეთესო მაჩვენებელი 2005 წელს "ექსტრაკლასას" (იქაური უმაღლესი ლიგა) მე-4 ადგილია. გარდა ამისა, 2006-ში პლოცკელებმა ქვეყნის თასისა და სუპერთასის მოგება მოახერხეს. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები