ფერნანდო სანტოსი:
Aa
Aa

ფერნანდო სანტოსი: "მოგება შეგვიძლია"!

პორტუგალიის ნაკრების თავკაცმა, ფერნანდო სანტოსმა, "ევრო 2016"-ის ფინალური მატჩის წინ, კომენტარი გააკეთა.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ საფრანგეთი ფავორიტი იყო. ისინი საკუთარ კედლებში თამაშობენ და ჩემპიონობის ერთ-ერთ პრეტენდენტებად, სამართლიანად განიხილებოდნენ. თუმცა, მჯერა, რომ ჩვენ მათი დამარცხება შეგვიძლია".

"ისინი ბევრად დიდ წნეხს განიცდიან, ვიდრე ჩვენ. ეს ნორმალურია, მაგრამ ისიც უნდა დავამატო, რომ ფრანგები ასეთ შეხვედრებში ძალიან გამოცდილები არიან". - განაცხადა სანტოსმა.

 

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები