Aa
Aa

"მანჩესტერ სიტიმ" ნოლიტოს ტრანსფერი დაადასტურა!

ვიგოს "სელტას" თავდამსხმელი, ნოლიტო კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, "მანჩესტერ სიტის" ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა "ქალაქელებთან" 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა რამდენი იქნება ნოლიტოს ანაზღაურება ახალ კლუბში, ეს ჯერჯერობით უცნობია.

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში 29 წლის თავდამსხმელმა "სელტას" მაისურით 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 12 გოლისა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

"მანჩესტერ სიტის" ნოლიტოს შეძენა 16,5 მილიონი ევრო დაუჯდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები