საფრანგეთი შოკშია: ლეგენდარული მოთამაშე კომაშია...
Aa
Aa

საფრანგეთი შოკშია: ლეგენდარული მოთამაშე კომაშია...

ძალიან სამწუხარო ცნობას ავრცელებენ მსოფლიოს წამყვანი სპორტული გამოცემები.

საფრანგეთის ნაკრების ლეგენდა დავიდ ჟინოლა ხუთშაბათს საღამოს გულის შეტევის გამო საავადმყოფოში მოათავსეს და ამჟამად, როგორც dailymail ამბობს, იგი კომაშია. 

როგორც ირკვევა, ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი BT Sport-ის მიმომხილველი, ცუდად საფრანგეთის ერთ-ერთი ლიგის მატჩისას გახდა და იქიდან პირდაპირ მონაკოში მდებარე Hospital Princess Grace-ში მოათავსეს. 

ჟინოლა 49 წლისაა, იგი სხვადასხვა დროს "პსჟ"-ს, "ნიუკასლის", "ტოტენჰემის", "ასტონ ვილასა" და "ევერტონის ღირსებას" იცავდა. საფრანგეთის ნაკრებში მას 17 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები