რატომ ეშინია ბართომეუს „პრემიერლიგის“?
Aa
Aa

რატომ ეშინია ბართომეუს „პრემიერლიგის“?

რამდენიმე დღის წინ, კომპანია „Sky Sports”-მა და „BT Sports“-მა ინგლისის „პრემიერლიგასთან“ საკმაოდ მსხვილი კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც ძალაში მომავალი სეზონიდან შევა. ამ ხელშეკრულება, ინგლისის ჩემპიონატის კლუბებს დაემარება, რომ საკუთარი ფინანსური შემოსავალი საგრძნობლად გააუმჯობესონ.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ გამოეხმაურა:

„ინგლისის ჩემპიონატის გუნდები ფინანსურად კიდევ უფრო გაძლიერდებიან და ეს ჩვენ ძალიან გვაღელვებს. „პრემიერლიგა“ ჩვენი კონკურენტია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ესპანელ ფეხბურთელებს ინგლისში წასვლის სურვილი არ გაუჩნდეთ. ახალგაზრდა ტალანტების გადინება არ უნდა დავუშვათ. მე სწორედ ეს ფაქტი მაღელვებს და ამის აღსაკვეთად ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ“ - განაცხადა ბართომეუმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები