''საწყისი 20 წუთის შემდეგ ფეხბურთის თამაში შევწყვიტეთ'' - კაჭარავა თამაშის ხარისხით უკმაყოფილოა
Aa
Aa

''საწყისი 20 წუთის შემდეგ ფეხბურთის თამაში შევწყვიტეთ'' - კაჭარავა თამაშის ხარისხით უკმაყოფილოა

უეფას ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ''დინამომ'' სტუმრად ''დუნაისკა სტრედასთან'' ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის შემდეგ ''მოლ არენაზე'' კახა კაჭარავამ პრესკონფერენცია გამართა. კაჭარავასთან ერთად პრესკონფერენციას ოთარ კიტეიშვილი დაესწრო.

კახა კაჭარავას პრესკონფერენცია

''თამაში კარგად დავიწყეთ, მოვახერხეთ გოლის გატანა, თუმცა შემდგომ ჩვენი თამაში ქაოსური გახდა. სტანდარტული ვითარებისას დასანანი გოლი გავუშვით.

ვერ ვიტყვი, რომ თამაში ისე წავიდა, როგორც ჩვენ გვსურდა.

მეორე ტაიმში ვეცადეთ თამაშის ხარისხი გამოგვესწორებინა, თუმცა მაინც დავუშვით შეცდომები. მეტოქემ რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა.

ბოლო წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ ფრედ დასრულდა.

საწყისი 20 წუთის შემდეგ ფეხბურთის თამაში შევწყვიტეთ.

ყველაფერი შემდეგ მატჩში გადაწყდება.''

- მეორე ტაიმში ''დინამომ'' განსხვავებული ფეხბურთი ითამაშა. რა უთხარით ფეხბურთელებს ისეთი, რომ მათ ასე აქტიურად ითამაშეს ? როგორ ფიქრობთ, მეტოქისგან რა სიურპრიზს შეიძლება ველოდოთ თბილისში?

    ეს არ იყო ის ფეხბურთი, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ ხოლმე.ცხადია კარგი თამაშის ჩვენებაში მეტოქემ ხელი შეგვიშალა. მეორე ტაიმში ეგრემლიძე და ვაწაძე კარგად ჩაერთვნენ თამაშში. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მატჩი არ წაეგოთ. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების. 

    საწყისი 15 წუთის შემდეგ ჩვენი ფლანგის ფეხბურთელები ინერტულები იყვნენ. მაგალითად შულაიას ერთთვიანი იძულებითი პაუზა ჰქონდა და საუკეთესო ფორმაში არაა.

    ოთარ კიტეიშვილის კომენტარი

    ''მოგესალმებით, საკმაოდ სანახობრივი თამაში გამოვიდა.

    მატჩი კარგად დავიწყეთ და მე-15 წუთზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გავიტანეთ, თუმცა შემდეგ მოვდუნდით.

    მეტოქე აქცენტს სტანდარტებზე აკეთებდა და ეს შეხვედრამდეც ვიცოდით. მეტოქემ თავის პლუსი გამოიყენა.

    ''დუნაისკა სტრედას'' გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა ჩვენც შეგვეძლო გამარჯვება. მეორე ტაიმის მიმდინარეობისას თუ მატჩის დასასრულს გოლის გატანის კარგი შანსი გვქონდა.

    ვფიქრობ ორივე გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს. ყველაფერი თბილისში გადაწყდება.''

    შეგახსენებთ, თბილისის ''დინამოსა'' და ''დუნაისკა სტრედას'' შორის საპასუხო მატჩი 19 ივლისს ''დინამო არენაზე'' გაიმართება.

    ფოტო: fcdac.sk

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები