''მოდრიჩი საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს და ეს მისი ბოლო მუნდიალია''
Aa
Aa

''მოდრიჩი საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს და ეს მისი ბოლო მუნდიალია''

საფრანგეთის ნაკრები ფინალშია და დღეს მათი მეტოქის ვინაობა გაირკვევა.

ხორვატია ინგლისს დაუპირისპირდება და წინ დიდი სანახაობა გველის.

მატჩამდე ბალკანელების თავკაცმა ზლატკო დალიჩმა პრესკონფერენცია გამართა და ლუკა მოდრიჩის ფაქტორს ხაზი გაუსვა.

მოდრიჩი მის კლასს უკვე მრავალი წელია გვიჩვენებს. როგორ მირბის ის ბურთის მოსაპოვებლად 115-ე წუთზე - ეს ყველაფერი თანაგუნდელებზე დადებითად მოქმედებს და მათთვის სამაგალითოა.

ლუკამ საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო და ყველაფერი დაამტკიცა, თუმცა ნაკრებში ჯერ ეს არ მომხდარა.

მოდრიჩის ასაკის გათვალისწინებით ეს მისი ბოლო მუნდიალია.

ჩვენი გუნდი კომპაქტურად თამაშობს. თითოეულმა მოთამაშემ იცის თუ რასაც აკეთებს და ეს ლუკას თავის წარმოჩენის კარგ საშუალებას აძლევს.

მოდრიჩი დღეს თავის კარიერაში საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს'' - აღნიშნა დალიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები