კერბერი და ოსტაპენკო 1/2 ფინალში გავიდნენ
Aa
Aa

კერბერი და ოსტაპენკო 1/2 ფინალში გავიდნენ

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ანგელიკ კერბერი უიმბლდონის წლევანდელი გათამაშების 1/2 ფინალში ითამაშებს. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც 30 წლის გერმანელმა ახალგაზრდა რუსი, დარია კასატკინა 2 სეტში - 6:3; 7:5 დაამარცხა.

ბოლო 3 სეზონში, კერბერმა უიმბლდონის 1/2 ფინალში მეორედ გააღწია - იგი 2016 წელს ფინალში დამარცხდა, წინა წელს კი ასპარეზობა 1/8 ფინალურ სტადიაზე დაასრულა.

გერმანელი ჩოგბურთელი შემდეგ რაუნდში ელენა ოსტაპენკოს შეხვდება, რომელმაც დომინიკა ციბულკოვას ასევე 2 სეტში აჯობა. როლან გაროსის გასული წლის გამარჯვებულმა პირველი სეტი დაძაბულ ბრძოლაში დახურა, მეორე პარტია კი შედარებით დამაჯერებლად დაასრულა - 7:5; 6:4.

შეგახსენებთ, რომ ანგელიკ კერბერი ავსტრალიისა და ამერიკის ღია პირველობების გამარჯვებულია და კარიერული სლემის შესასრულებლად, უიმბლდონისა და როლან გაროსის მოგება სჭირდება. 

მეორე ნახევარფინალურ წყვილს მას შემდეგ გავიგებთ, რაც ერთმანეთში კიკი ბერტენსი და ჯულია გერგესი, ასევე, სერენა უილიამსი და კამილა ჯორჯი ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები