უიმბლდონის გადამწყვეტი მატჩი ინგლისის ფინალში გასვლის შემთხვევაშიც არ გადაიდება
Aa
Aa

უიმბლდონის გადამწყვეტი მატჩი ინგლისის ფინალში გასვლის შემთხვევაშიც არ გადაიდება

All England Club-ის წარმომადგენლების განცხადებით უიმბლდონის გადამწყვეტი მატჩის დაწყების დრო არცერთ შემთხვევაში არ შეიცვლება და გამონაკლისი არც „სამი ლომის“ ფინალში გასვლა იქნება.

შვედეთთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ინგლისის ნაკრები ნახევარფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება, შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება და უიმბლდონის ორგანიზატორმა ფინალური მატჩის დროის გადაწევის შესახებ ზარები და მოთხოვნები უკვე მიიღეს.

არსებული განრიგის მიხედვით უიმბლდონის ფინალი თბილისის დროით 5 საათზე დაიწყება, ხოლო მუნდიალის გადამწყვეტი მატჩი სტარტს 7 საათზე აიღებს.

BBC Sports-თან საუბრისას All England Club-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ ლუისმა, განაცხადა: „რამდენიმე წლის წინ ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ, არაფერი შეიცვლება! ფინალი სტარტს 5 საათზე აიღებს“!

აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალის დროს კრიკეტის შეხვედრა იმართებოდა, რომელიც რიგ მიზეზთან გამო გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები