ადამ ნავალკა პოლონეთის ნაკრებს ტოვებს
Aa
Aa

ადამ ნავალკა პოლონეთის ნაკრებს ტოვებს

პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ადამ ნავალკა პოსტიდან გადადგომას ივლისის ბოლოს გეგმავს. მას ფედერაციასთან კონტრაქტი მიმდინარე ჩემპიონატის ბოლოს ეწურება და როგორც ირკვევა, პოლონელები ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებენ.

"ჩვენ ახალი გუნდის გაკეთებაზე უნდა ვიმუშავოთ". - აცხადებს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

პოლონეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა და 1/8 ფინალში გასვლის შანსი 2 ტურის შემდეგ დაკარგა.

ნავალკა ამბობს, რომ შედეგები მთლიანად მისი პასუხისმგებლობაა და მას არც გაურბის.

"რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ჩვენ ისე ვერ ვითამაშეთ, როგორი მოლოდინიც გვქონდა. ვერ შევასრულეთ გეგმები და ამბიციებიც გვერდით დაგვრჩა. შესაბამისად, ახლა ყველა იმედგაცრუებულია". 

ადამ ნავალკა, რომელსაც ფეხბურთელობისას პოლონელთა პირველი გუნდის ფორმით 34-ჯერ უთამაშია, ნაკრებს 2013 წლიდან ავარჯიშებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები