დიბალა:
Aa
Aa

დიბალა: "აშკარაა, რომ მე და მესის ერთად თამაში შეგვიძლია"

ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელმა ლიდერმა პაულო დიბალამ მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და ნაკრებში მის ირგვლივ არსებული სიტუაცია შეაფასა.

დიბალამ მესისთან ერთად თამაშზე თავისი პოზიციაც დააფიქსირა.

"მოედანზე ბევრ პოზიციაზე შემიძლია ვითამაშო. რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე ეს ასეა.

მე ოპტიმისტი ვარ. ჯერჯერობით სასტარტოში არცერთხელ დამიწყია, მაგრამ ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები და სათამაშოდ მზად ვარ.

მაქსიმალულრად კარგად ვემზადები და მსურს, რომ საუკეთესო ფორმაში ვიყო.

დანებება გამორიცხულია. მე ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ და ჩემს კარიერაში საუკეთესო დროება მიდგას.

მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა ოცნებაა. 6 წლის წინ ინსტიტუტის ქვედა დივიზიონში ვთამაშობდი და ახლა აქ ვარ.

მესი არის პირველი ადამიანი მათ შორის, ვისაც ამ სიტუაციის შეცვლა სურს.

ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეები გვყავს და ვცდილობთ შეტევის ოპტიმიმალურ ვარიანტს მივაგნოთ.

ლეოს შემცვლელი გუნდში არ მოიძებნება. მას მსოფლიოში ვერავინ შეცვლის. აშკარაა, რომ მე და მესის ერთად თამაში შეგვიძლია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები