Aa
Aa

ბელიუმ პირობა შეასრულა! ჰეიმ მხოლოდ 5 რაუნდი გაძლო!

თბილისის დროით 01:00 საათზე ლონდონში "O2"-ის არენაზე სტარტი დევიდ ჰეისა და ტონი ბელიუს დაპირისპირებამ აიღო. შეხვედრა კრივის სამყაროში დიდ ინტერესს იწვევდა და მატჩმა გაცემული ავანსები ნამდვილად გაამართლა.

ორთაბრძოლის საწყის ორ რაუნდში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა და მოკრივეები ძირითადად მოწინააღმდეგის სუსტი წერტილების ძებნით იყვნენ დაკავებული. ყველაზე საინტერესო მესამე რაუნდი გამოდგა, სადაც ბელიუ გააქტიურდა და ჰეი ნოკდაუნში ორჯერ ჩააგდო.  მეოთხე რაუნდის სტარტზე დევიდი მარჯვენა ფეხმა შეაწუხა და საბოლოოდ ერთი რაუნდის შემდეგ ბელიუს შესანიშნავი კომბინაციის შედეგად მსაჯი იძულებული გახდა შეხვედრა გაეჩერებინა.

ტონის ჰეის დასამარცხებლად ხუთი რაუნდი დასჭირდა. მატჩის შემდეგ რინგზე გამართულ ინტერვიუში ბელიუმ განაცხადა: "აგვისტოში ცოლისძმა დავკარგე. მამამისი დღეს ამ მატჩს ესწრება და ვფიცავ ისიც ჩემთან ერთად იყო. ეშლი, მეგობარო, ძალიან მიყვარხარ და მენატრები".

"ჰეი შესანიშნავი მებრძოლია, თუმცა დევიდს ასაკმა ჩვეული სტილით ჩხუბის საშუალება არ მისცა. კრივის ისტორიაში იგი ჩემზე დიდ კვალს დატოვებს, მაგრამ დღეს მე გავიმარჯვე და ეს ყველაფერზე მაღლა დგას".

 

ცხელი ამბები