კონსტანტინე პეტრიაშვილი
Aa
Aa

ევროპის მეოთხე ჩემპიონობა - მოჭიდავეების სამი მედალი

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართული ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მთავარი მწვრთნელის, ბელდუხ გავაშელიშვილის შეგირდებიდან საუკეთესო შედეგი კონსტანტინე პეტრიაშვილმა აჩვენა, რომელიც კონტინენტის ასაკობრივი პირველობის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ, კარიერაში კი მეოთხედ გახდა.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონისა და ყველა სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელის, გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ, რომელიც 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ტურნირი მერვედფინალიდან დაიწყო და ბელარუსი ალექსეი სანდონოუ დაამარცხა. მეოთხედფინალში კონსტანტინემ უკრაინელ როსტისლავ კურილიაკს აჯობა, ნახევარფინალში რუს შამილ ტამბიევზე ძლიერი აღმოჩნდა, ხოლო ტიტულისთვის შხვედრაში საფრანგეთის სახელით მოჭიდავე აშაბ დადაევს მოუგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ბრინჯაოს მედლები საქართველოს დელეგაციას სანდრო ყურაშვილმა (92 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილმა (125 კგ) მოუტანეს, რომელთაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ ჰუსეინ მამადაგიზადასა და რუმინელ ბრიან ტეცერიანს აჯობეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაუვიწყარი ემოციები და მერაბის საოცარი გამარჯვება - რა ვნახეთ RAF Georgia-ზე
დაუვიწყარი ემოციები და მერაბის საოცარი გამარჯვება - რა ვნახეთ RAF Georgia-ზე