ანასტასია გუბანოვა
Aa
Aa

ოლიმპიური თამაშები | ანასტასია გუბანოვამ მეცხრე ადგილი დაიკავა

იტალიაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა შორის მედლები გათამაშდა. მოციგურავეები მაყურებლების წინაშე თავისუფალი პროგრამით წარდგნენ და ანასტასია გუბანოვამ მეცხრე ადგილი დაისაკუთრა.

ანასტასიამ თავისუფალ პროგრამაში 138.22 ქულა დაიმსახურა. საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავემ ტექნიკურ ელემენტებში 71.39 ქულა მიიღო, ხოლო პროგრამულ კომპონენტებში 66.83 ქულა დაუწერეს. საერთო ჯამში, გუბანოვამ 209.99 ქულა დაიმსახურა.

ცნობისთვის, ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ გახდა, რომელმაც 226.79 ქულა დააგროვა. მეორე ადგილი კაორი საკამოტომ დაიკავა. მის ანგარიშზე 224.9 ქულაა, ხოლო მესამე პოზიციაზე ამი ნაკაი გავიდა - 219.16 ქულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას ასე საუბრის უფლება არ აქვს“ - ნასრიმ მოურინიო გააკრიტიკა
„მას ასე საუბრის უფლება არ აქვს“ - ნასრიმ მოურინიო გააკრიტიკა