"სევილიამ" "ოლდ ტრაფორდი" დაადუმა, "რომა" სახლში ისევ არ უშვებს...
„ჩემპიონთა ლიგის“ განმეორებით 1/8 ფინალურ შეხვედრაში, „ოლდ ტრაფორდზე“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „სევილია“ მიიღო, 1:2 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
სევილიელები 74-ე წუთზე ვისამ ბენ იედერის გოლით დაწინაურდნენ, რასაც მანვე 4 წუთში მეორე ზუსტი დარტყმა მიაყოლა და ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა. ერთადერთი, რაც ინგლისელებმა შეძლეს, ლუკაკუს მიერ გატანილი გოლი იყო.
„სევილია“ „ჩემპიონთა ლიგის“ 1/4 ფინალში 1958 წლის შემდეგ პირველად გავიდა.
დღის კიდევ ერთი მატჩი რომში ჩატარდა, სადაც „რომამ“ დონეცკის“ შახტარს უმასპინძლა და 1:2 წაგების შემდეგ, 1:0 დაამარცხა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი ედინ ჯეკომ გაიტანა, რომელმაც „ჩემპიონთა ლიგის“ საპლეიოფო სტადიაზე პირველი გოლი, 31 წლის ასაკში შეაგდო.
აღსანიშნავია ისიც, რომ „რომას“ „ჩემპიონთა ლიგაზე“ ამ სეზონში ჩატარებულ 4 თამაშში გოლი არ გაუშვია.
დღეს დარჩენილი 1/8 ფინალური შეხვედრებია - სტამბულში „ბეშიქთაში“ და „ბაიერნი“ ითამაშებენ, ხოლო ბარსელონაში „ბარსელონა“ და „ჩელსი“.
„ჩემპიონთა ლიგის“ 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრა პარასკევს გაიმართება.