Aa
Aa

"ბარსა" 1/2 ფინალში გავიდა, კოუტინიომ პირველად ითამაშა...

ესპანეთის თასის განმეორებით 1/4 ფინალურ შეხვედრაში „ბარსელონამ“ თანაქალაქელ „ესპანიოლს“ 2:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

„ნოუ კამპზე“ ჩატარებულ მატჩში გოლები ლუის სუარესმა და ლიონელ მესიმ გაიტანეს, ურუგვაელმა მასპინძლები მე-9 წუთზე დააწინაურა, ხოლო არგენტინელმა 25-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ბარსას“ რიგებში პირველად ითამაშა ფილიპე კოუტინიომ, რომელმაც 68-ე წუთზე ანდრეს ინიესტა შეცვალა.

კოპა დელ რეის 1/2 ფინალში „ბარსელონასთან“ ერთად, „სევილია“, „ვალენსია“ და „ლეგანესი“ იასპარეზებენ.

გუნდები კენჭისყრის შედეგად დღეს დაწყვილდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები