იანიკ სინერი
Aa
Aa

იოლად ვეღარ გადარჩება - იურისტი სინერის საქმის მოსმენაზე

იანიკს სინერის დოპინგთან დაკავშირებულ სკანდალურ საკითხს სპორტული საარბიტრაჟოს სასამართლო 16-17 აპრილს განიხილავს. ჩოგბურთის სამართლიანობის საერთაშორისო სააგენტომ მსოფლიო რეიტინგის იტალიელი ლიდერი რამდენიმე თვის წინ უდანაშაულოდ სცნო და მას დისკვალიფიკაცია მოუხსნეს.

სინერის სისხლში 2024 წლის მარტში ჩატარებული სინჯების შედეგად, აკრძალული ნივთიერება კლოსტებოლი აღმოჩნდა, რის გამოც ერთი თვის განმავლობაში სრულ იზოლაციაში მოუწია ყოფნა. თუმცა, სხვა ჩოგბურთელებისგან განსხვავებით, მის საქმეზე პირველადი მოსმენა დაჩქარებულ რეჟიმში ჩატარდა და აქტიურ სპორტს მალევე დაუბრუნდა. თემასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო კომენტარი სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ანჯელო კაშელამ გააკეთა:

„დისკვალიფიკაციის ხანგრძლივობას ამ შემთხვევაში სისხლში აღმოჩენილ კლოსტებოლის რაოდენობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საქმე იმაში გახლავთ, რომ სპორტსმენი პასუხს არამხოლოდ თავის საქციელზე აგებს, არამედ მისი სტაფის წევრების ქმედებაზეც ისჯება.

იანიკმა კი, ერთ-ერთი მოსმენის დროს აღნიშნა, როიმ ფიტნესის მწვრთნელმა და ფიზიოთერაპევტმა ის შეცდომაში შეიყვანეს, რის გამოც მოუვიდა მსგავსი ლაფსუსი. თუმცა, აპრილში, როდესაც საარბიტრაჟოს კომისიაში ექიმებიც იქნებიან წარმოდგენილები, შესაძლოა ის იოლი სასჯელით ვეღარ გადარჩეს“.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი იანიკ სინერის გამარჯვებით დასრულდა და მან ფინალში გერმანელი ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დოპინგთან დაკავშირებული ვიდეო გამოაქვეყნე - კირიოსი ისევ სინერზე საუბრობს
დოპინგთან დაკავშირებული ვიდეო გამოაქვეყნე - კირიოსი ისევ სინერზე საუბრობს