მოდრიჩმა
Aa
Aa

მოდრიჩმა "ელ კლასიკოზე" ისაუბრა: "ასეთ შემთხვევაში მათი დამარცხება წარმოუდგენელი იქნება"

მადრიდის "რეალის" ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდთან ინტერვიუში მოახლოებულ "ელ კლასიკოზე" ისაუბრა.

"ამჟამად კარგ ფორმაში ვიმყოფებით. დუბაიდანაც კარგ განწყობაზე ჩამოვედით. ჩვენ ხომ მე-5 თასი მოვიპოვეთ. წინ "ელ კლასიკო" გველის, რომელიც ბევრ რამეს გადაწყვეტს. თუ, "ბარსელონას" დავამარცხებთ, ჩვენი საჩემპიონო შანსები გაიზრდება.

"ბარსას" არაერთი მოთამაშე ჰყავს, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ და თუ სივრცეებს დავტოვებთ, ასეთ შემთხვევაში მათი დამარცხება წარმოუდგენელი იქნება. თუ, წარმატებაზე ფიქრი გვსურს, მაშინ მოედნის ყველა წერტილში ბოლომდე ბრძოლა გვმართებს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "რეალს" სურს რომ 2018 წელს 6-დან ექვსივე ტიტული მოიგოს".

შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" 23 დეკემბერს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები