მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

ომალი მერაბზე: „UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი და ცოტა სულელიცაა“

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილთან გასამართ ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლის ნოკაუტით დამარცხება შეუძლია.

არ თქვა ომალიმ:

„მერაბის დანოკაუტებას ვაპირებ, მოჭიდავეებთან ამის გაკეთება უფრო მარტივია. ვერა ჭიდაობას არ აპირებდა და ამიტომ მოხდა, რომ ბრძოლა 25 წუთს გაგრძელდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დავამარცხე. სტერლინგი ჭიდაობდა და მალევე გავუშვი ნოკაუტში. ვიცი, რომ მერაბის დამარცხება ერთი დარტყმით შემიძლია, მაგრამ ასევე, შემიძლია, რომ ხუთი რაუნდი ვაწამო. პირადად მე, ნოკაუტით მოგება მირჩევნია, მაგრამ მის დამარცხებაში ხუთრაუნდიანი მასტერკლასიც კარგი იქნება“.

„მერაბს 10-ბრძოლიანი გამარჯვების სერია აქვს. ის UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი ბიჭია, მაგრამ ბოლო პერიოდში, თავის იმიჯში რაღაც შეცვალა და ახლა გარკვეულ ყურადღებას იქცევს. ვფიქრობ, ახლა კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ სინამდვილეში ცოტა სულელიცაა. არ მგონია, რომ რაღაც როლს თამაშობდეს. ის საკუთარი თავია და თვითრეკლამირებაზე მუშაობს“.

არაოფიციალური ინფორმაციით, შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლა 14 სექტემბერს, UFC 306-ზე უნდა გაიმართოს, თუმცა, ორგანიზაციის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
TOP | მაიკ ტაისონის ყველაზე სწრაფი ნოკაუტები
TOP | მაიკ ტაისონის ყველაზე სწრაფი ნოკაუტები