ედინ ტერზიჩი
Aa
Aa

რატომ არ უნდა მოვიგოთ უემბლიზე? - ჰუმელსის და ტერზიჩის კომენტარები

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2023-24 წლების სეზონის ფინალში „დორტმუნდი’’ ითამაშებს. ნახევარფინალში ედინ ტერზიჩის გუნდმა პსჟ-ს ორივე შეხვედრა იდენტური ანგარიშით მოუგო (1:0, 0:1). პირველ შეხვედრაში გერმანიაში გამარჯვების გოლი ნიკლას ფულკრუგმა გაიტანა, დღეს კი დორტმუნდელთა ცენტრალურმა მცველმა მატს ჰუმელსმა (50-ე წუთზე). ჰუმელსი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მატს ჰუმელსი: „ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი ტურიდან მოყოლებული გვჯეროდა, რომ ყოველ მატჩში გამარჯვება შეგვეძლო. ვერ ვხედავ, რატომ არ უნდა მოვიგოთ უემბლიზე ახლა''.

ედინ ტერზიჩი: „პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე ჯგუფურ ეტაპზე, პსვ-სთან თამაშის წინ ვისაუბრეთ. ამ საუბარმა ბევრი დააბნია. გასულ სეზონში, ბუნდესლიგის ჩემპიონობა ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე დავთმეთ. ბედნიერი ვარ, რომ შეგვიძლია ქომაგებს რაღაც დავუბრუნოთ. ჩვენ ყოველ მატჩში ვიზრდებით და საბოლოოდ გავიაზრეთ, რომ ვართ გუნდი, რომელსაც სენსაციის მოხდენა ყველასთან შეუძლია. ბედნიერი ვარ, ფინალში ვართ''.

„დორტმუნდი’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესამედ ითამაშებს, 1996-97 წლების სეზონის ფინალში ოტმარ ჰიცფელდის გაწვრთნილმა „დორტმუნდმა’’ „იუვენტუსი’’ 3:1 დაამარცხა. 2012-13 წლების სეზონის ფინალური დაპირისპირება იურგენ კლოპის „დორტმუნდმა’’ მიუნხენის „ბაიერნთან’’ 1:2 დათმო.

მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „დორტმუნდის'' მეტოქე „რეალსა'' და „ბაიერნს'' შორის გამარჯვებული იქნება. ფინალი „უემბლიზე'' პირველ ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის სენსაცია - დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
სეზონის სენსაცია - დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია