ოთარ კაკაბაძე
Aa
Aa

ამ ბედნიერების გარეშე თითქმის 40 წელი ვცხოვრობდით - კაკაბაძემ ევრო 2024-ზე ისაუბრა

„კრაკოვიასა’’ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე პოლონურ Fact-ს ესაუბრა. კაკაბაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ოპტიმიზმით ხვდება და აღნიშნავს, რომ ჯერ საქართველოს ნაკრებს თავისი სიტყვა ბოლომდე არ უთქვამს.

„ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა ჩვენი ხალხისთვის საოცრად მნიშვნელოვანია. საქართველოში ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია. თითქმის 40 წელი იმ ბედნიერების გარეშე ვცხოვრობდით, რაც დიდ ტურნირზე გასვლას მოაქვს. ახლა ქომაგებს ეს ბედნიერება დაუბრუნდათ. საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ ზეიმი იყო.

ევრო 2024-ზე ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ჯერ ჩვენი სიტყვა ბოლომდე არ გვითქვამს.

ევროპის ჩემპიონატზე თამაში ნამდვილად საინტერესო გამოცდილება იქნება, პორტუგალიასთან ბოლო ტურში ვითამაშებთ. ამ მატჩამდე მაქსიმალურად მეტი ქულა უნდა დავაგროვოთ’’.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მიმდინარე წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება თურქეთთან (18 ივნისი), ჩეხეთთან (22 ივნისი) და პორტუგალიასთან (26 ივნისი) ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები