გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მეცს შეუძლია ბედნიერი ვარსკვლავის ირწმუნოს - ფრანგული მედია მიქაუტაძეზე

„მეცის'' ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ბრწყინვალე ფორმაშია, მისმა შედეგიანმა თამაშა გამარჯვებები განაპირობა და გუნდი გასავარდნი ზონიდან ამოვიდა.

ფრანგული გამოცემა Le Républicain Lorrain-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქართველი ფორვარდის კარგმა თამაშმა გუნდს რწმენა დაუბრუნა: 

„მეცს’’ შეუძლია იმ ბედნიერი ვარსკვლავის ირწმუნოს, რომელსაც გიორგი მიქაუტაძე ჰქვია. სეზონის პირველი ნახევარი მისთვის რთული იყო, იანვარში დაბრუნდა და გუნდი გამოაღვიძა, „მეცს'' შეუძლია თავისი ძალების დაიჯეროს, რომ ელიტაში დარჩენა შესაძლებელია. მისი გოლების წყალობით „მეცმა’’ „ლანსი’’ და „ლე ავრი’’ დაამარცხა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია’’.

18-გუნდიან ლიგა 1-ში „მეცი’’ 29 ქულით მე-15 ადგილზეა,  მე-17 ადგილოსან „ლორიენს’’ ერთი მატჩით ნაკლები აქვს გამართული, თუმცა მისი მეტოქეა პსჟ, „ლორიენისთვის’’ სამი ქულის მოპოვება რთული იქნება.

მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 10 გოლი შეაგდო, ბოლო რვა მატჩში მის ანგარიშზე 8 გოლია, ხოლო ბოლო სამ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები