მეცი, გიორგი მიქაუტაძე, სირილ პუჟე
Aa
Aa

სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი - სირილ პუჟემ მიქაუტაძეზე ისაუბრა

„მეცის’’ ყოფილმა ფორვარდმა სილი პუჟემ Le Républicain Lorrain-თან ინტერვიუში ქართველ ფორვარდზე, გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. გიორგიმ პუჟეს რეკორდი გაიმეორა, „მეცის'' მაისურით ლიგა 1-ის ზედიზედ ორ მატჩში დუბლი შეასრულა. ეს სტატისტიკა პუჟემ 1995 წელს დააფიქსირა. კითხვა სწორედ ამ ფაქტს ეხებოდა.

გიორგი მიქაუტაძე: „მეცს’’ დიდი ხანია დიდი ბომბარდირი არ ჰყოლია, არც მე ვიყავი გამორჩეული გოლეადორი. 29-წლიანი ლოდინი ამ რეკორდის გასამეორებლად, ეს საოცარია. რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა გამაბედნიერა. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი, როცა ეს სტატისტიკა ვნახე. ამავე დროს, ეს ფაქტი ჩემთვის დიდი სიამაყის საფუძველი იყო.

მიქაუტაძე ბრწყინვალეა, საოცრად თამაშობს. ის ფაქტი, რომ „მეცი’’ ლიგა 1-ში დარჩენის შანსს ინარჩუნებს, მისი დიდი დამსახურებაა, მადლობა მას’’.

ბოლო ორ შეხვედრაში მიქაუტაძემ 4 ბურთი შეაგდო, „ლანსთან“ და „ბრესტთან“ დუბლები გაიფორმა, რაც 21-ე საუკუნეში, ლიგა 1-ში, „მეცის“ მაისურით არავის გაუკეთებია. გიორგის ისტორიის დაწერის შანსი აქვს და შეუძლია, „მეცის“ პირველი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც ლიგა 1-ის ზედიზედ 3 შეხვედრაში დუბლს გაიფორმებს. ლიგა 1-ის მომდევნო ტურში „მეცი'' „ლე ავრს' ესტუმრება (21 აპრილი, 17:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები