ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ყველაფერი კარგადაა | ხვიჩამ გუნდთან ერთად ივარჯიშა

„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. გუშინ, „კვარას“ ვირუსული ინფექცია, გასტროენტერიტი დაუდგინდა, რის გამოც ვარჯიში გამოტოვა, დღეს კი თავი კარგად იგრძნო და გუნდს შეუერთდა.

„ნაპოლიმ პირველ მოედანზე ივარჯიშა. პარტენოპეი ემპოლისთან გასამართი მატჩისთვის ემზადება, რომელიც შაბათს არის ჩანიშნული. ფეხბურთელებმა პატარა მოედანზე მატჩი გამართეს და ვარჯიში ტაქტიკურ საკითხებზე მუშაობით დახურეს. ხვიჩა კვარაცხელიამ და ჟუან ჟეზუსმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს“, - წერია „ნაპოლის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, „ემპოლი“ სერია A-ში დასარჩენად იბრძვის და 32 ტურის შემდეგ, 28 ქულა აქვს. „ნაპოლის“ რაც შეეხება, „კვარას“ გუნდი 49 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს და მეოთხე ადგილზე მყოფ „ბოლონიას“ 10 ქულით ჩამორჩება. ამ გუნდების შეხვედრა თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

გეტყვით იმასაც, რომ ქართველმა შემტევმა 2023/24 წლების სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა ვაისს, ეს მისი წარმატებაც არის“ - ვილი სანიოლი
„მადლობა ვაისს, ეს მისი წარმატებაც არის“ - ვილი სანიოლი