კილიან მბაპე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„სათქმელი მოედანზე თქვით“ - მბაპეს კონფლიქტი ბარსელონას ფეხბურთელებთან

ავტორიტეტულმა კატალონიურმა გამოცემა El Mundo Deportivom-მ „ბარსელონა“ – „პარი სენ ჟერმენის“ მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი კონფლიქტის აქამდე უცნობი დეტალები გაასაჯაროვა. როგორც გაირკვა, მასპინძელი გუნდის ფეხბურთელების გაღიზიანება კილიან მბაპეს რეპლიკამ გამოიწვია, რომელსაც მოედნიდან გასვლისას ხმამაღლა უთქვამს: „სათქმელი გირჩევნიათ მოედანზე თამაშის დროს თქვათ“. ამის შემდეგ „ბლაუგრანას“ რამდენიმე მოთამაშე მას სიტყვიერად დაუპირისპირდა და სიტუაცია რამდენიმეწუთიანი დაპირისპირების შემდეგ განიმუხტა.

მბაპემ „ლუის კომპანისის“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და სტუმართა გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა. „ბარსას“ კარში გატანილი ორი ბურთის შემდეგ 25 წლის ფრანგს ჩემპიონთა ლიგაში 48 გოლი დაუგროვდა, ანდრეი შევჩენკოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა და ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხება სენ-ჟერმენს, ის გახდა საფრანგეთის პირველი კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველ მატჩში საკუთარ სტადიონზე დამარცხების შემდეგ გავიდა.

ფინალის საგზურისთვის ლუის ენრიკეს მომზადებული ფეხბურთელები დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდებიან. პირველი თამაში 30 აპრილს „სიგნალ იდუნა პარკზე“, საპასუხო მატჩი კი 7 მაისს „პარკ დე პრენსზე“ შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სირცხვილია“ - ჩავიმ პრესკონფერენციაზე მსაჯი გააკრიტიკა
“სირცხვილია“ - ჩავიმ პრესკონფერენციაზე მსაჯი გააკრიტიკა