გიორგი მამარდაშვილი, ხაუმე დომენეკი
Aa
Aa

„ჩემთვის სამაგალითოა. მისგან ბევრი ვისწავლე“ - მამარდა ხაუმე დომენეკზე

„ვალენსიას“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა თანაგუნდელ ხაუმე დომენეკზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისგან ბევრი რამ ისწავლა. ქართველი მეკარის სიტყვებს „ვალენსიას“ ოფიციალური გვერდი ციტირებს.

რას ამბობს „მამარდა“:

მის შესახებ ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, გარდა იმისა, რომ ის ჩემთვის მაგალითია. ხაუმეს დიდი გამოცდილება აქვს და მასთან საუბარი ყოველთვის მიყვარდა. მისგან მუდამ ვსწავლობ ახალ რაღაცებს და მიხარია, რომ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. თითქმის სამი წელია ერთად ვვარჯიშობთ და ბევრი რამ მასწავლა.

ცნობისთვის, ხაუმე დომენეკმა „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა და იმ შემთხვევაში, თუ გიორგი მამარდაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „ღამურებს“ დატოვებს, დიდი შანსია, რომ ესპანელი მეკარე გუნდის პირველ კიპერად იქცეს.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე სეზონში ხაუმე დომენეკს ლა ლიგაში თამაში ჯერჯერობით, არ ჩაუტარებია. ესპანეთის შემპიონატში გიორგი მამარდაშვილმა ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ყველა შემთხვევაში შეუცვლელად ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბუდიმირი კარგად შევისწავლეთ, გიორგიმ კი ბოლომდე გაუძლო“ - ბარახა პენალტის ეპიზოდზე
„ბუდიმირი კარგად შევისწავლეთ, გიორგიმ კი ბოლომდე გაუძლო“ - ბარახა პენალტის ეპიზოდზე