ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

როდის დაუბრუნდება კვარაცხელია ვარჯიშს?! - რას წერს იტალიური მედია

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, ქართველი შემტევის მდგომარეობა დღეს შეფასდება.

რას წერს Corriere:

გასტროენტერიტმა ხვიჩა კვარაცხელია შეაფერხა. ამის გამო, ქართველმა შემტევმა გუშინ დილით ვერ ივარჯიშა, თუმცა, საწვრთნელ პროცესს როგორც კი გამოჯანმრთელდება, მაშინვე დაუბრუნდება. მის მდგომარეობას უახლოეს საათებში შეაფასებენ. „ემპოლისთან“ მატჩამდე ორი დღე დარჩა, მის გამოჯანმრთელებას კი კიდევ გარკვეული პერიოდი დასჭირდება. ყველაფერი დღეს გაირკვევა.

ხვიჩას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა გაზეთმა, la Gazzetta dello Sport-მაც გაავრცელა, რომელიც ამტკიცებს, რომ კვარა ვარჯიშს დღეს დაუბრუნდება.

„ნაპოლის“ მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას ვირუსული ინფექცია გასტროენტერიტი დაუდგინდა, რის გამოც გუნდის გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა.

სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ემპოლის“ დაუპირისპირდება. მატჩი 20 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას დარჩენა თითქმის გადაწყვეტილია, კონტე კი...“ - ცნობილი ექსპერტი ნაპოლის გეგმებზე
„კვარას დარჩენა თითქმის გადაწყვეტილია, კონტე კი...“ - ცნობილი ექსპერტი ნაპოლის გეგმებზე