ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ნაპოლის სამი ფეხბურთელი საფრთხის ქვეშ - ვის ემუქრება დისკვალიფიკაცია

„ნაპოლი“ უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს და ბუნებრივია, ჩემპიონატის დარჩენილ ტურებში ნეაპოლელებისთვის წამყვანი ფეხბურთელების დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, ამ მხრივ საქმე სახარბიელოდ ნამდვილად არ არის. უკვე გადაწყვეტილია, რომ შაბათს, „ემპოლისთან“ 33-ე ტურის შეხვედრაში კამპანიელებს ტრავმირებული მატიას ოლივერას გარდა, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო ამირ რაჰმანი და მარიო რუი დააკლდება და ამ მხრივ შესაძლოა გუნდი კიდევ უფრო სერიოზული დანაკლისით „რომასთან“ გასამართ 34-ე ტურის მატჩს შეხვდეს, რომელიც გაცილებით უფრო რთული იქნება.

საქმე იმაშია, რომ დისკვალიფიკაციის ზღვარზე პარტენოპეის ერთბაშად სამი ფეხბურთელი, ვიქტორ ოსიმენი, სტანისლავ ლობოტკა და პასკუალე მაძოკი არიან და რომელიმე მათგანს „ემპოლისთან“ თუ გააფრთხილებენ, „ჯალოროსოსთან“ უმნიშვნელოვანეს თამაშს გამოტოვებენ. ბუნებრივია ამ სამეულიდან ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია მაძოკის არყოფნა იქნება, თუმცა ფრანჩესკო კალცონასთვის ახლა თითოეული მოთამაშის დახმარება აუცილებელია.

ოცდათორმეტი ტურის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-8 ადგილზეა და მეოთხე პოზიციაზე მყოფ „ბოლონიას“ 10 ქულით ჩამორჩება. „ემპოლი“ – „ნაპოლის“ 33-ე ტურის თამაში შაბათს, 20 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯანმრთელობის პრობლემები - ხვიჩამ ნაპოლის ვარჯიში გამოტოვა
ჯანმრთელობის პრობლემები - ხვიჩამ ნაპოლის ვარჯიში გამოტოვა