ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

აურელიო დე ლაურენტისის უახლოესი მიზნები | მცველები, ოსიმენი და კვარა

ნეაპოლური გაზეთის, Il Mattino-ს დღევანდელ ნომერში სტატია „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის უახლოეს გეგმებს მიეღძვნა. როგორც ავტორი აცხადებს, „პარტენოპეის“ პირველმა პირმა სამი მიზანი დაისახა და მათ მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევს.

Il Mattino-ს ცნობით, დე ლაურენტისს პირველ რიგში, დაცვის ხაზის გაძლიერება სურს. ნეაპოლელთა ხელმძღვანელი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და მინიმუმ ორი ცენტრალური მცველის დამატებას აპირებს. სავარაუდო კანდიდატთა შორის დავიდ ჰანკო, ისაკ ჰიენი, ნეჰუენ პერესი, ალესანდრო ბუონჯორნო და ჯორჯო სკალვინი სახელდებიან.

დე ლაურენტისის მეორე მიზანი ვიქტორ ოსიმენის შემცვლელის მოყვანაა. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ნიგერიელი ფეხბურთელი გუნდს დატოვებს და „ნაპოლი“ მის სანაცვლოდ დაახლოებით 100-120 მილიონ ევროს მიიღებს. კლუბის პირველ პირს სურს, ეს თანხა მაღალი დონის თავდამსხმელის შეძენას მოახმაროს და ამ მომენტისთვის, უპირატესობას ჯონათან დავიდს ანიჭებს.

დაბოლოს, მესამე მიზანი ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება. დე ლაურენტისს „კვარასთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაწყვეტილი აქვს და მისი აზრით, კვარაცხელიას შენარჩუნება წარმოადგენს სამიდან ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაპოლის“ ხელახლა აშენება იქნება შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წელს მხოლოდ კვარაცხელიას გადავარჩენდი“ - ფიფას აგენტი ნაპოლიზე
„წელს მხოლოდ კვარაცხელიას გადავარჩენდი“ - ფიფას აგენტი ნაპოლიზე