ვილი სანიოლი
Aa
Aa

სანიოლი და ირლანდია | ნაკრების მოთამაშეებს ეგონათ, რომ ვილი დაინიშნებოდა

ირლანდიურმა Mirror-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავკაცზე, ვილი სანიოლზე დაწერა. ფრანგ სპეციალისტს ირლანდიის ეროვნულ გუნდს უკავშირებდნენ და Mirror-მა დაადასტურა, რომ სანიოლის კანდიდატურა ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის დირექტორის, მარკ კენჰემის სიის სათავეში იყო.

„ირლანდიის ნაკრების ვეტერანი ვარსკვლავები დარწმუნებული იყვნენ, რომ სტივენ კენის შემცვლელი ვილი სანიოლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ირლანდიელთა გეგმები ჩაშალა, როცა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ფეხბურთელებთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ გასულ თვეში, ბელგიასთან და შვეიცარიასთან გამართული ამხანაგური მატჩების შემდეგ, მოთამაშეებმა შეკრება დატოვეს შთაბეჭდილებით, რომ სანიოლი მარკ კენჰემის სიის სათავეში იყო“, - წერს ირლანდიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები პორტუგალია, ჩეხეთი და თურქეთი იქნებიან. „ჯვაროსნები“ გახსნით შეხვედრას თურქეთთან გამართავენ. მეორე ტურში მათი მეტოქე ჩეხეთი გახლავთ, ჯგუფურ ეტაპს კი პორტუგალიასთან მატჩით დავასრულებთ. სანიოლი ჩვენი გუნდის თავკაცად 2021 წლის თებერვალში დაინიშნა და 33 მატჩიდან 16-ში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აიაქსში თავდამსხმელად რომ ეთამაშა, 20 გოლს გაიტანდა“ | ჟურნალისტი მიქაუტაძეზე
„აიაქსში თავდამსხმელად რომ ეთამაშა, 20 გოლს გაიტანდა“ | ჟურნალისტი მიქაუტაძეზე